logo
ENG



თუ მოქალაქეები წესებს არ დაიცავენ, შესაძლოა, რეგულაციების გამკაცრებამდე მივიდეთ-ტიკარაძე

01 ივნ 202012:50
3 წუთის საკითხავი
 
gpwrqnxtfyaz2vd.png

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობამ მოსახლეობასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეპიდაფეთქების მეორე ტალღა ავირიდოთ თავიდან. 

როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ მოქალაქეები დაწესებულ რეგულაციებს დაიცავენ, მთავრობას შეზღუდვების განახლება არ მოუწევს. 

"პირველივე დღიდან ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდით, რომ მოგვიწევს კოვიდ-19-თან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, მთავრობა თავის მხრივ შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მოეთხოვება. თუმცა, თუ ეს არ იქნა ერთობლივი მუშაობა ჩვენს მოქალაქეებთან, იქნება რისკები, რომლებიც შესაძლოა იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი, რომელმაც შესაძლოა გარკვეული რეგულაციების გამკაცრებამდე მიგვიყვანოს. ჩვენ გაცილებით უკეთესად ვართ მომზადებული, რომ რისკები უკეთესად ვმართოთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  


close დახურვა